14 დეკ. '24    | Eng | Geo  
ჩვენს შესახებ

ორგანიზაციის მისია:

ჩვენ გვინდა საქართველოში თანასწორუფლებიანი, არაძალადობრივი და აქტიური საზოგადოების ჩამოყალიბება. ამისათვის ჩვენ ვესწრაფვით საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას, ქალთა გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი როლის გაზრდას. 

მიზნები:

ქალთა უფლების დაცვა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, ქალთა განათლება და სპეციფიური უნარ–ჩვევების გაძლიერება, გენდერული სტერეოტიპების დასაძლევად საზოგადოების ფართო ფენებთან მუშაობა და ქალთა თვითრეალიზაციის ხელშეწყობა.

ღირებულებები:

ჩვენ ვზრუნავთ ქალებზე და გვსურს მათთან ერთად საზოგადოებაში ისეთი ცვლილებები შევიტანოთ, რაც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. ჩვენი მუშაობის ამოსავალი წერტილია:

    • ტოლერანტობა
    • გენდერული თანასწორობა
    • მიზანდასახულობა
    • საქმისადმი ერთგულება
    • არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა
    • ურთიერთნდობა და სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ

საქმიანობა:

ქალთა კონსულტირება პრობლემური სიტუაციების დაძლევის მიზნით; ქალთა პოსტსტრესული სიტუაციის შემდგომი რეაბილიტაცია; ქალთა საქმიანი უნარების განვითარების სოციალურ–ფსიქოლოგიური ტრენინგი; ქალთა სოციალური რეაბილიტაციის მიზნით სპეციალური სასწავლო სემინარებისა და მუშა ჯგუფების მოწყობა, საგანმანათლებლო–საინფორმაციო კამპანია.

    • 1998 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაცია „ქალები, კანონი და განვითარება" საერთაშორისო ქსელის საქართველოს გუნდის წევრია.
    • 2000 წლიდან არის საქართველოს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წევრი, რომელიც შექმნილია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ადამიანის უფლებების დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ.
    • 2003 წლიდან არის რეგიონალური ქსელის „ქალთა ერთობა მშვიდობისათვის" წევრი. ქსელი შექმნილია UNIFEM –ის რეგიონალური პროექტის „ქალები კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობისათვის სამხრეთ კავკასიაში" ხელშეწყობით.
    • 2003 წლიდან არის სამხრეთ კავკასიის ქალთა კოალიციის „ქალები მშვიდობისათვის" წევრი.
    • 2003 წლიდან არის ქსელის „ქალთა ერთობა მშვიდობისათვის" წევრი.

სიახლენი

31 ივლისი, 2008
სოციალური მუშაკების ტრენინგი ბათუმში

WV___General_1.jpg

LOGO_SDC_1.jpg

 0179 თბილისი, ბარნოვის 44 | (+995 32) 22 17 52 | info@wf.org.ge

(c) 2007,  W.F.